გიორგი სიორიძე - კომუნისტებში ტაშის დაკვრაზე არსებობდა ზედამხედველობა, რაზეც ბევრის ბედი იყო დამოკიდებული - კობახიძემ ივანიშვილს ლიტურგია აღუვლინა

ირაკლი კობახიძეს ვისგანაც აქვს ძალაუფლება, მას აღუვლინა ლიტურგია, მიუძღვნა ჰიმნები და შეამკო სრულად , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ გიორგი სიორიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის გარდა „არავინ არაფერს წარმოადგენს“ და არავინ არაფერს წყვეტს.

„ვუსმინე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს და არ ვიცი, კიდევ სადმე თუ ხდება მსგავსი რამ, პრემიერ-მინისტრი დილით ნიშნავდეს ბრიფინგს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს, გარდა ერთი ადამიანის ქება-დიდებისა. მესმის, რომ არის მათი პარტიის დამფუძნებელი, მათი პოლიტიკური ნათლიმამა და ზოგადად ხდება ხოლმე, რომ ყოფილი პირველი პირები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები თავის პარტიაში ინარჩუნებენ კონკრეტულ ფუნქციას, რეკომენდაციებს გასცემენ ხოლმე, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ არაფერს წარმოადგენს, არავინ არაფერს წყვეტს.

დისკუსიები "კომუნისტური პარტიის" პლენუმებსა და ყრილობებზეც იმართებოდა ხოლმე და გვახსოვს, რომ ტაშის დაკვრაზე სპეციალური ზედამხედველობა არსებობდა და ბევრი ადამიანის ბედი, თავისუფლება და სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული. რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, არის ხოტბა. ისეთ მეგალომანიაკური მიდრეკილების მქონე ადამიანებს, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, მესმის, რომ შეიძლება სჭირდებოდეს ასეთი მსხვერპლშეწირვა, როგორც მათ ღვთაებას. მეორე მხრივ, მისი კარის ვეზირები თავისი პოზიციების გამტკიცებას ამ ხერხის მეშვეობით ახდენენ. მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორ გამოირჩეოდა ხოლმე ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობების გადახდით. თუმცა, დღევანდელი ბრიფინგი კიდევ უფრო გამორჩეული იყო, სხვა არაფერი არ ჰქონდა ამ ბრიფინგს მიზნად, მოლოდინში დაგვტოვეს, რომ ახლა გადავა სხვა თემაზე, მაგრამ თვითონ პროცესი იყო მიზანი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა