ზურაბ ჯაფარიძე 4 ოქტომბრის საქმეზე - სასამართლო პროცესები მასკარადია - ეს ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა და ეს როდის ამოფეთქავს, არავინ იცის, ერთ-ერთი ამოხეთქის მაგალითი იყო 4 ოქტომბერი

სასამართლო პროცესები მასკარადია - მე ოპტიმისტური მოლოდინები არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა. ჯაფარიძე 4 ოქტომბერს ამ ყველაფრის „ამოხეთქად“ აფასებს.

„ეს პროცესი მასკარადია, რომელიც არა ერთხელ გვინახავს. ეს ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა და ეს როდის ამოფეთქავს, არავინ არ იცის, ერთ-ერთი გამოხეთქვის მაგალითი იყო 4 ოქტომბერი.

დაკავებული ადამიანები არიან პატრიოტები და ცხადია, ყველა გარეთ უნდა იყოს. თუმცა, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქმეში მტკიცებულებები არ არის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა რაიმე ჩაიდინეს.

მე ოპტიმისტური მოლოდინები არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ია დარახველიძის ადვოკატმა წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.

პროცესზე, ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და

ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა