პროკურატურა „ტვ პირველის" ინფორმაციაზე - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია

საქართველოს პროკურატურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც უწყებამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.

„გავრცელდა „ტვ პირველის" ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართეს „ნოდარ მელაძის შაბათიდან". მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა" "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსი გაავრცელა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა