კახა კალაძე  უვიზო მიმოსვლის საკითხზე - კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი - ქართველ ხალხს ვერ პატიობენ, რომ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ევროპის მხრიდან „ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას“.

„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა. მსოფლიოში ბევრი ერი და ქვეყანაა, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო დიდი ეკონომიკით. საქართველო, სადაც დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეობაა, ნამდვილად გამორჩეულია და განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, რაც ვერც ერთმა ევროპელმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა. ამის ახსნა ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა