შაბათის მარშზე ხმაური იყო - აქტივისტების ინფორმაციით, უცნობი პირი აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა

შაბათის მარშზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანუკი ჩრდილელმა განუცხადა, მაშინ, როცა აქციის მომაწილეები მსვლელობას მართავდნენ, მათთან ერთ-ერთი უცნობი პირი მივიდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, მათ შორის, მისივე განმარტებით, აღნიშნული პირი მასაც შეეხო.

ანუკი ჩდილელის თქმით, მოხდარს აქციის მონაწილეთა რეაქცია და შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც უცნობი პირი პოლიციამ გაიყვანა.

,,შაბათის მარშზე როგორც ხდება ხოლმე, ასე უშვებენ პროვოკატორებს და ჰგონიათ, რომ ავყვებით. ასეთ ე.წ. შეცდომებს არ დავუშვებთ, მაგრამ, როცა დედის გინებით შემოდის ადამიანი, არ არის მარტივი, მოითმინო. ხელითაც შემეხო ეს ადამიანი. მერე წაიქცა და შემდეგ როგორც ვიცი, პოლიციამ გაიყვანა",- განაცხადა ანუკი ჩრდილელმა.

,,ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ" - ამ ლოზუნგით მოქალაქეები ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

შაბათის ტრადიციული მარში დღეს უკავშირდება ,,ტვ.პირველის" ეთერში გასულ კადრებს,სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს. მსვლელობის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები შემდეგი წარწერებით: ,,სისტემა უნდა დაინგრეს", ,,სისხლიანი 14 წელი", ,,როცა პოლიცია ძალადობს, ვის მივმართოთ?!".

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა