აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს ვაშინგტონში შეხვდა.
“შევხვდი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს რათა განგვეხილა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი საერთო ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ან განავითაროს ბირთვული იარაღი“, - წერს რუბიო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ში პასუხისმგებლობის უფრო თანაბრად გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობა.
„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატო-ში ტვირთის გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობა“, - აცხადებს რუბიო.