რომან გოცირიძე - ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე - უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს - გაერთიანება სისულელე იყო ყოველთვის, რამდენჯერაც გაერთიანება იძახეს, იმდენჯერ დაიშალა

ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე - უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, გაერთიანებაზე საუბრის ნაცვლად დღეს ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს, თუმცა გაერთიანებაზე საუბარი „ყოველთვის სისულელე იყო“.

„მე დიდი ხანია წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არ მინდა მათ შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიცია არ არის მოწოდების სიმაღლეზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე ლანძღავს „არანაციონალური“ წარმოშობის პარტიებს, გახარიას პარტია იქნება ეს, თუ „ლელო“, ამავე დროს ზედ მიაყოლებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოლილ პარტიებს - „ახლები“, მელიას ფრთა თუ გვარამიას ფრთა. არც ესენი აკლებენ კრიტიკას, არცერთი მხარე, არც „ნაცური“ და არც „არანაცური“ წარმოშობის პარტიები და მიდის დიდი დომხალი, ნაცვლად [გაერთიანებისა].

გაერთიანება სისულელე იყო ყოველთვის, რამდენჯერაც გაერთიანება იძახეს, იმდენჯერ დაიშალა, დაიშალა იმიტომ, რომ თავად მიზანი იყო არასწორი, ვინაიდან პარტიები არიან კონკურენტები და ამავე დროს, პარტიებს ძალიან ბევრი რამ აკლიათ. პარტიები დაიცალა, მათი ინტელექტუალური ძალა, ზოგი მექსიკიდან გაიქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ევროპაში. უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს, ამიტომ ზოგადად ოპოზიციის მდგომარეობა არ არის კარგი“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს, რომან გოცირიძე აცხადებს: „მე ვიცი როგორ დამთავრდება ყველაფერი, არაფერი კარგად არ დამთავრდება“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა რეფორმები კი არ სჭირდება, სჭირდება უკან დახევაზე, ჩამოცოცებაზე ბარიერის გაკეთება. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყოველი წელიწადი არის უარესი, ვიდრე წინა წელიწადი. მომავალი წელიც რომ უარესი არ იყოს, ამ პროცესის შეჩერებაა საჭირო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ გადაცემაში ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ გადაწყვიტა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს.

„ორი წელი დოყლაპიასავით უყურებდნენ და ჩინეთმა ფაქტობრივად რუსეთის საქმე შეასრულა. ამ პერიოდში აშენდა ანაკლიაზე დიდი პორტი ტამანზე, თუმცა აზოვის ზღვასთანაა, უკრაინელები ბომბავენ, და არ გაახარებენ იმ პორტს. ანაკლიის პროექტი, რომელზეც ამბობდნენ, 2026 წელს იქნებაო, შემდეგ 2028 წლამდე გადაიწია, ახლა ამბობენ 2029 წლამდეო, ეკონომიკის მინისტრს წამოსცდა 2030 წელი.

მთელი ეს დრო დავკარგეთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანი დროის დაკარგვა, საერთაშორისო ინვესტორის არ არსებობა... საქართველოს მთავრობის მიერ აშენებული პორტი ვის რაში სჭირდება? ამათმა მართლა არ იციან, თორემ 600 მილიონი დაჯდა გუდაურის შემოსასვლელი გზა,ზუსტად ანაკლიის პორტის ტოლფასი ფული ჩაიყარა გუდაურის გზაში, სადაც გიგანტური გვირაბია.

ასეთმა დროის დაკარგვამ ანაკლია შეიძლება წარმოშვას, როგორც თეთრ სპილოდ წოდებული. ასე ეწოდებოდა მილიარდიან პროექტებს, რომელიც შემდეგ ჩამოინგრეოდა, ვინაიდან არ იყო ეფექტიანი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ