ვიკა ფილფანი - სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ ასრულებს - მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, მათნაირი გამყალბებელი

„ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი გამოუცხადა უსაფრთხოების მნიშვნელოვან პლატფორმას, რაც, ძალიან სამწუხაროა. ამას არ იმსახურებს საქართველო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას ეხმაურება.

ვიკა ფილფანის განცხადებით, ჩვენ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ვერ ასრულებს, „შესაბამისად, რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მძიმე იქნებოდა“.

„ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტი მოხდა. ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც მიმდინარეობდა ჰააგის დეკლარაციის განხილვა და უნდა ყოფილიყო მისი კენჭისყრა და საქართველოს დაეთმო ერთი სპეციალური რეზოლუცია. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მძიმე ვითარებაში, რუსეთს გააქტიურებული აქვს ცხინვალის ანექსია, ყველაფერს უნდა აკეთებდეს ქართული მხარე იმისთვის, რომ ასეთი უსაფრთხოების პლატფორმები გამოიყენოს. ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი გამოუცხადა მნიშვნელოვან უსაფრთხოების პლატფორმას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ამას არ იმსახურებს საქართველო.

ჩვენ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც საქართველოს მხარე, ქართული ხელისუფლება ვერ ასრულებს. შესაბამისად, ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, იქნებოდა მძიმე, რა თქმა უნდა, რეზოლუციაში ეწერებოდა ის, რომ „ქართული ოცნება“ დევნის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, რეზოლუციაში აუცილებლად მოხვდებოდა ის, რომ მათ ორ არჩევნებზე დაარღვიეს ადამიანის არჩევანის თავისუფლება“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ვიკა ფილფანი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში და განაცხადა: „მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, ყველა მათნაირი გამყალბებელი“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა