ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10 ივლისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

ხვალ, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებული ელისაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ პოლიტიკოსს სასამართლოში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მისცა.

გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, დაცვის მხარე კი, ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაში მის გამართლებას.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა