Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ნათია დოლიძეს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ, "არასოდეს თქვა არასოდეს"... მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა.

დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს - ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად კი მიხვდებით.

ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე, შემიძლია დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია.

აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:

საქართველოს ბანკი: GE50BG0000000605653748

თიბისი ბანკი: GE51TB7139845063600037

მიმღები მე - ნათია დოლიძე

ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!”, - წერს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში