პაატა დავითაია - ვახო სანაიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, არის კიდევ ერთი საგანგაშო და სახიფათო სიგნალი

კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც „ფეისბუქ“ სტატუსის გამო 14 დღით დააკავეს - ეს არის ზეწოლა თავისუფალი აზრის გამოხატვაზე, თავისუფალ მედიაზე, რაც კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, „უნდა მოხდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ზეწოლა თავისუფალი აზრის გამოხატვაზე, რაც დარტყმას აყენებს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია „ფორმულას“ და პირადად ვახო სანაიას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღიკვეთოს მსგავსი გადაწყვეტილებები - სასწრაფოდ უნდა მოხდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ზეწოლა თავისუფალი აზრის გამოხატვაზე, რაც დარტყმას აყენებს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

ვახო სანაიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში