მაიკლ გალერი ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე - საქართველო ევროპის ავტორიტარული ნაწილის მხარეს დგას - საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება!

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „საბჭოთა საქართველო“ რეალობა ხდება.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ფაქტი, რომ რუსეთში გაცილებით მკაცრ სასჯელს მიიღებდა, სანუგეშო სულაც არ არის. ეს აჩვენებს, ევროპის რომელ მხარეს დგას - დღევანდელი საქართველო - ავტორიტარული ნაწილის მხარეს. საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა