ტატა ხვედელიანი - დღემდე დაუსჯელები დადიან კოლექტიური მოძალადე „გორდულაძეები“, მაშინ როცა შეთითხნილი ბრალდებებით ისჯებიან უდანაშაულო მოქალაქეები - ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის დანერგვის მცდელობაა

ჩემი მხარდაჭერა ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს! - დღემდე დაუსჯელები დადიან კოლექტიური მოძალადე „გორდულაძეები”, მაშინ როდესაც შეთითხნილი ბრალდებებით ისჯებიან განსხვავებული აზრის მქონე უდანაშაულო მოქალაქეები, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს და ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, კრიტიკული მედიის წარმომადგენლისთვის 14-დღიანი პატიმრობის სახდელად გამოყენება „ოცნების” მხრიდან საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის დანერგვის მცდელობაა.

„ჩემი მხარდაჭერა ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს!

გრძელდება „ოცნების“ წევრების პერსონალური დისკომფორტის აღმოფხვრისთვის სისტემისა და კანონის გამოყენება.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლისთვის 14-დღიანი პატიმრობის სახდელად გამოყენება არის “ოცნების” მხრიდან საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის დანერგვის მცდელობა, ეს გზავნილია საზოგადოებისთვის.

„ოცნება“, თვითონ ნერგავს ქვეყანაში სიძულვილის ენას, ჰყოფს საზოგადოებას, საკუთარ წევრებსა და მხარდამჭერებს ავალებს განსხვავებული და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

დღემდე დაუსჯელები დადიან კოლექტიური მოძალადე “გორდულაძეები”, მაშინ როდესაც შეთითხნილი ბრალდებებით ისჯებიან განსხვავებული აზრის მქონე უდანაშაულო მოქალაქეები, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.

ამ ტერორსა და საკანონმდებლო განუკითხაობაზე ყველას გექნებათ პასუხი გასაცემი“, - წერს ტატა ხვედელიანი.

ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში