„ნაციონალური მოძრაობა“ - ვახო სანაიასთვის „ფეისბუქ-პოსტის“ გამო დაკისრებული საპატიმრო სასჯელი მიუთითებს, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოში არა მხოლოდ ავტორიტარიზმის, არამედ სრულფასოვანი დიქტატურის დამყარების გზაზეა

ივანიშვილის მსახური ე.წ. მოსამართლის მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის “ფეისბუქ-პოსტის” გამო დაკისრებული საპატიმრო სასჯელი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოში არა მხოლოდ ავტორიტარიზმის, არამედ სრულფასოვანი დიქტატურის დამყარების გზაზეა, - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი ნაბიჯი “ქართული ოცნების” სისუსტისა და შიშის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა.

“ივანიშვილს ყველაზე მეტად თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული აზრისა და გამბედავი ადამიანების ეშინია. სწორედ ამიტომ ცდილობს სასამართლოს გამოყენებით დააშინოს ყველა, ვინც სიმართლეს ამბობს და რეჟიმს აკრიტიკებს. ვახო სანაია ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ჟურნალისტია - ის არასდროს ერიდებოდა და ერიდება სიმართლის დაცვას და უმაღლესი პროფესიონალიზმით რეჟიმთან დაპირისპირებას, რაც არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვს.

მსგავს გადაწყვეტილებებს ძლიერი ხელისუფლებები არ იღებენ - დღევანდელი ნაბიჯი რეჟიმის სისუსტისა და შიშის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა. რაც უფრო მეტად ცდილობს ივანიშვილი საზოგადოების გაჩუმებას, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი აზრის ეშინია.

სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა პატრიოტს!” - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა