„როსავიაციამ“ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე 12 აგვისტომდე შეზღუდა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) მოსკოვის საავიაციო კვანძის (რომელიც აერთიანებს „შერემეტიევოს“, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებს) არეალში სამოქალაქო ავიაციისთვის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 4 900 მეტრამდე შეზღუდა და ამ საჰაერო სივრცეში ტრანზიტული ფრენები აკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„როსავიაციაში“ აცხადებენ, რომ შესაბამისი შეტყობინება (NOTAM), რომელიც ავიაკომპანიებისთვის არის გამოცემული, 12 აგვისტოს 02:59 საათამდე იმოქმედებს.

მათივე განმარტრბით, აღნიშნული ზომები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

„როსავიაციის“ განცხადებით, 20 ივნისიდან დაწესებული დროებითი რეჟიმი, რომელიც ცენტრალური რუსეთის რიგ რეგიონებში მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავების, ასევე სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების 5 200 მეტრამდე სიმაღლეზე ფრენას ზღუდავს, კვლავ ძალაში რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა