მარკო რუბიო - უკრაინაში ომმა ხელი შეუშალა რუსეთისა და აშშ-ის შესაძლებლობას, სხვა საკითხებზე საერთო ენა მოეძებნათ - გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს

მარკო რუბიოს განცხადებით, ხვალ სერგეი ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხვალ ფილიპინებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა დაადასტურა.

„ვფიქრობ, უკრაინაში ომმა მეტწილად ხელი შეუშალა რუსეთისა და აშშ-ის შესაძლებლობას, რომ სხვა საკითხებზე საერთო ენა მოეძებნათ. გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მიგვაჩნია, რომ ამ ომის დასრულება რუსეთისთვისაც კარგი იქნება. აშშ კვლავ მზად არის, რომ ამ ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლი შეასრულოს“, - განაცხადა რუბიომ.

ასევე, რუბიოს თქმით, აშშ და რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოები არიან და მათ შორის დიალოგი უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენთვის კომუნიკაციის არქონა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ, იმ სფეროების არსებობის მიუხედავად, სადაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა