„კოალიცია ცვლილებისთვის“ – სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, ივანიშვილის რეჟიმის ახალი განაცხადია ~ რუსული დიქტატურის დამყარების შესახებ - სოლიდარობა ვახო სანაიას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას.

როგორც ოპოზიციური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვახო სანაია ისჯება მისი „დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცისათვის“.

„სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება ივანიშვილის რეჟიმის ახალი განაცხადია ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარების შესახებ. ვახო სანაია ისჯება მისი დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცისათვის, რაც კარგად გვაჩვენებს იმას, თუ რისი ეშინია რეჟიმს სინამდვილეში: ჩვენი სიმტკიცისა და დაუმორჩილებლობის.

ცხადია, რომ რეჟიმი ვერ შეძლებს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, მოკლას ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და საქართველო საბოლოოდ გამოაცხადოს რუსეთის გუბერნიად.

მხარდაჭერა და სოლიდარობა ვახო სანაიას, ტელეკომპანია „ფორმულას“ და ყველას, ვის თავისუფლებასაც რეჟიმი ემუქრება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა