ვიოლა ფონ კრამონი ვახო სანაიას პატიმრობაზე - როდესაც საქართველოს მთავრობის შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, ვფიქრობ, რომ საქმე უარესად ვეღარ წავა, მაგრამ ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს - საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა

საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის თვალსაზრისით ლიდერი იყო, ახლა პუტინის მარიონეტად იქცა, - ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ვიოლა ფონ კრამონი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

„როდესაც საქართველოს მთავრობის შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, ვფიქრობ, რომ საქმე ამაზე უარესად ვეღარ წავა, მაგრამ ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია“, - წერს კრამონი X-ზე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა