ონისე ოქრიაშვილის მეუღლე - ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა - დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ

გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომელსაც საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე.

„ყვირილის ხმა გავიგე და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებია ასეთი ამბავია, დავურეკე ონისეს, აქ ჩოჩქოლია და ცოტა ხანი სახლისკენ არ წამოხვიდე-მეთქი. ვიცოდი, რომ აქციიდან სახლისკენ მოდიოდა. რომ დავურეკე, უცბად მივხდი, რომ თვითონ იყო ამ ყვირილის ეპიცენტრში და თვითონ ურტყამდნენ. ჩავედი ქვემოთ და დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი აქვს ფეხსაცმელი, გაწითლებული აქვს კისერი. თავში ურტყამდნენ. მერე მოვიდა პოლიციაც და პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა. მე ამას ვუკავშირებ „ქართული ოცნების“ ტერორიზმს. ეს არის ცილისწამება, რაც გააკეთეს პროპაგანდისტულმა არხებმა და დღეს სცემეს ადამიანს. ახლა ნორმალურადაა, თავზე ტომოგრაფიას უღებენ, რომ გაარკვიონ, აქვს თუ არა დაზიანება. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე“, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის მეგობარმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში