უკრაინა, შავ ზღვაში რუსეთის მიერ გემებზე თავდასხმის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას, განცხადებით, რუსეთმა ბოლო დღეების განმავლობაში ცეცხლი გაუხსნა სულ მცირე სამ სამოქალაქო გემს, რის შედეგადაც ეკიპაჟის ათობით წევრი დაიღუპა და დაშავდა.

„რუსეთს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება მძევლად ჰყავს აყვანილი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთმა სულ მცირე სამი სამოქალაქო სატვირთო გემი დაბომბა. ეკიპაჟის რამდენიმე ათეული წევრი დაიღუპა და დაშავდა. დღეს უკრაინის შავი ზღვის საზღვაო დერეფანში არცერთ გემ არ გაუვლია - ზუსტად მოსავლის პიკის დროს. ეს მიზანმიმართული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ტერორია“, - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელში.

მინისტრმა რუსეთის ქმედებები შეადარა ჰორმუზის სრუტეში ენერგეტიკულ მარშრუტებზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა მიზანმიმართულად ესხმის თავს გლობალურ სასურსათო ბაზრებს. სიბიგას თქმით, თუ ეს ტერორი გაგრძელდება აფრიკაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში მილიონობით ოჯახი შესაძლოა ფასების მატებისა და შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს.

„უკრაინამ 27 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით დაზარალებულებს, დაუყოვნებლივ მოითხოვონ რუსეთისგან შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებაზე თავდასხმების შეწყვეტა. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, მსოფლიო აშიმშილოს. გლობალურ ზეწოლას შეუძლია შეაჩეროს რუსული ტერორი“, - აღნიშნა სიბიგამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა