აშშ-მა და საუდის არაბეთმა ბირთვულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც სპარსეთის ყურის სამეფოს საშუალებას მისცემს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა განავითაროს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის შეფასებით, შეთანხმება არის „მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება“, რომელიც ამერიკულ კომპანიებს საუდის არაბეთის ბირთვული ენერგიის პროგრამაზე დიდ წვდომას მისცემს. შეთანხმების ტექსტი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ამერიკული მედია იუწყება, რომ დოკუმენტმა, შესაძლოა, საუდის არაბეთს მომავალში ურანის გამდიდრების საშუალება მისცეს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შეთანხმებასთან ერთად, ასევე ხელი მოეწერა „ორმხრივი დაცვის შეთანხმებას“. „ეს ორი შეთანხმება ერთად ქმნის იურიდიულ საფუძველს ათწლეულების განმავლობაში არსებული, მრავალმილიარდიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ხელს უწყობს რამდენიმე პრიორიტეტულ ეკონომიკურ და სტრატეგიულ მიზანს, მათ შორის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა საუდის არაბეთის მთავრობამაც, რომელშიც ნათქვამია, რომ შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული თანამშრომლობის გაფართოებას.

საუდის არაბეთი წლების განმავლობაში, აშშ-ის არაერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, აქტიურად ლობირებდა ამგვარი შეთანხმების მიღწევას. თუმცა, ვაშინგტონს ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჰქონდა - ქვეყანას უნდა ეღიარებინა ისრაელი, აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, და მასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება მოეხდინა.

ამერიკული მედიის ცნობით, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა შეთანხმების აუცილებელი პირობა აღარ იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს საუდის არაბეთს, მომავალში ბირთვული იარაღის შექმნა შეძლოს.

„აშშ არ აპირებს მსოფლიოს არცერთ ქვეყანასთან ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც გავრცელების რისკს გამოიწვევს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა