თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუასა და მისი ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის­ დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუასა და მისი ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სოფიო სიგუა-შატბერავა იოსებ სიგუას ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

იოსებ სიგუა და მისი წარმომადგენლები შემაკავებელი ორდერის კანონიერებაზე დავობენ.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა იგეგმება.

დღევანდელ სხდომას ესწრება იოსებ სიგუაც და მისი ყოფილი მეუღლეც. საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი იხილავს, რომელმაც პროცესი გასულ სხდომაზე დახურა.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და მასზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.

სიგუას მიმართ ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა