ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია, ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები.

„პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია წყლისა და ნედლეულის უსაფრთხოება. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი მოხმარებამდე გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. თუ სასმელი წყლის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, იგი აუცილებლად უნდა ადუღდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა - ხელების ხშირი და გულდასმით დაბანა საპნითა და წყლით, განსაკუთრებით საკვების მომზადებამდე და ჭამის წინ,“ - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა