ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. მაშინ, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას განაგრძობს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მისი თქმით, სანქციების ახალ პაკეტში ტრანზაქციების აკრძალვის სიას 32 რუსული ბანკი, ასევე კრიპტოკომპანიები და ნავთობის სავაჭრო პლატფორმები დაემატა.

„ჩვენ ერთი წლით ვყინავთ ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ცვლილებას, რათა რუსულმა ომის მანქანამ ბაზრის შოკებისგან სარგებელი ვერ მიიღოს. პირველად, ჩვენ მიზანში ვიღებთ გემებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ დახმარებას უწევენ. ასევე, რუსი მებრძოლების ევროკავშირში შესვლის ოფიციალურად აკრძალვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა