სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

პროცესი სასამართლოში დახურულ რეჟიმში ტარდება.

როგორც ჩიხლაძის ადვოკატი, შოთა კახიძე აცხადებს, ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს.

“განსახილველ საქმეს ადევს “საიდუმლო გრიფი”, ამიტომ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების შესახებ ვისაუბრო. თუმცა, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლი ჩიხლაძე არის სრულიად უდანაშაულო და საქმის მასალებში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს”, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა