ირაკლი ფავლენიშვილი - ონისე ოქრიაშვილი ყველა პროპაგანდისტული საშუალების გამოყენებით შეაძულეს საკუთარ „მრევლს“ იმისთვის, რომ მერე მისი ცემის ლეგიტიმაცია მოეხდინათ - ეს ადამიანი მთელი სისტემის ორკესტრირებული შეტევის ობიექტია

ონისე ოქრიაშვილი ყველა პროპაგანდისტული საშუალების გამოყენებით შეაძულეს საკუთარ „მრევლს“ იმისთვის, რომ მერე ამ ადამიანის ცემის ლეგიტიმაცია მოეხდინათ - ეს ადამიანი მთელი სისტემის ორკესტრირებული შეტევის ობიექტი გახლავთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც რეპრესიული მანქანა ადამიანზე ძალადობს.

„ჩვენ ვხედავთ „ოცნების“ კიდევ ერთ ორკესტრირებულ შეტევას ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც გამოირჩეოდა მათ შორის, ერთ კაციანი საპროტესტო აქციებით. დაიწეს მისი „გაშავება“, დისკრედიტაცია, ყველა პროპაგანდისტული საშუალების გამოყენებით შეაძულეს საკუთარ „მრევლს“ იმისთვის, რომ მერე ამ ადამიანის ცემის ლეგიტიმაცია მოეხდინათ. ეს ხშირად მომხდარა და, სამწუხაროდ, ახლაც იგივე ვიხილეთ. ეს ადამიანი მთელი სისტემის ორკესტრირებული შეტევის ობიექტი გახლავთ. ეს არის კიდევ ერით შემთხვევა, როდესაც რეპრესიული მანქანა ძალადობს ადამიანზე და იყენებს „ტიტუშკებს“, რაც არის ძალიან სამარცხვინო ინსტიტუტი, ზოგადად, ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი