მიხაილო ფედოროვი - თავდაცვის მინისტრის გარდა სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები

თავდაცვის მინისტრის გარდა არცერთ სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები, ვინაიდან, ის ნამდვილად განსაზღვრავს ომის მსვლელობას. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მადლობელი ვარ პრეზიდენტის ყველა შემოთავაზებული ვარიანტისთვის, მაგრამ დღეს სახელმწიფოში მხოლოდ სამი თანამდებობაა, რომლებიც, ბრძოლის ველზე სამხედროების გარდა, რეალურად განსაზღვრავენ ომის მსვლელობას - უკრაინის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

სწორედ ამიტომ თავდაცვის მინისტრის გარდა არცერთ სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები.

არცერთ სხვა თანამდებობას არ გააჩნია რეალური ძალაუფლება, რათა შესყიდვებში კორუფცია დაამარცხოს, არმიის დაწყებული ტრანსფორმაცია ბოლომდე მიიყვანოს, დაგეგმოს და განახორციელოს ასიმეტრიული ქმედებები და ოპერაციები მტრის წინააღმდეგ, ამოძირკვოს ტყუილისა და უპასუხისმგებლობის კულტურა სისტემის შიგნით და ბოლომდე მიიყვანოს სხვა საქმეები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო თავდაცვის სამინისტროში”, - განაცხადა ფედოროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა