ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

“დღეს, ევროკავშირი მნიშვნელოვნად აფართოებს ქმედებას რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის, როგორც რუსეთის ომის მანქანის მამოძრავებლის წინააღმდეგ. [ევროკავშირის] საბჭო აწესებს აქტივების გაყინვას და კრძალავს თანხების ხელმისაწვდომობას 94 ბანკისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ასევე, რუსეთის საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ფიგურისთვის.

ის [ევროკავშირი] აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტზე. გარდა ამისა, ის აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას ყირგიზული ბანკის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია SPFS-ის (ფინანსურის შეტყობინებების გადაცემის სისტემა) აკრძალვასთან და კიდევ სამი არარუსული ბანკის მიმართ სანქციების გვერდის ავლის გამო.

ევროკავშირი სასანქციო სიაში 4 სუბიექტს ამატებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთაშორისო A7 ქსელთან, მათ შორის აფრიკაში მის ახალ კავშირებს.

ის ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კრიტპივალუტასთან დაკავშირებული 14 სერვის პლატფორმაზე, რომლებიც მდებარეობენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა