დონალდ ტრამპი ირანზე - განვიხილავ მასიურ დარტყმას, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე

ირანის წინააღმდეგ მასიური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ, უფრო მასიურის, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.

“განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის”, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი “ორ წუთში შემოგვიერთდება თუ ვთხოვ,” მაგრამ დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დასაწყებად “არავინ გვჭირდება”.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას “შედეგები” ექნება, რაშიც, მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანის პასუხს გულისხმობდა.

ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა არ დაუკონკრეტებია. ორმა სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა - Axios-თან საუბარში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და სამხედროებს ახალი ბრძანებები არ მიუღიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა