ექიმი ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარ ავარიაზე - ახალგაზრდა ბიჭს მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა - კლინიკაში მყოფ კიდევ ხუთ პაციენტს კი, რომლებიც, როგორც ვიცი, უკრაინელები არიან, მოტეხილობები და დაბეჟილობები აქვთ

ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა ბიჭმა ზედა კიდური დაკარგა, - ამის შესახებ ზესტაფონის კლინიკა ,,ფერომედის" ექიმმა თამარ მახათაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ექიმმა აღნიშნა, დანარჩენი დაშავებულებიდან ხუთს სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება.

„უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია, იდაყვის სახსარში. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

დანარჩენი ხუთი ავადმყოფიდან, რომელიც როგორც ვიცი, უკრაინელები არიან, ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს წელის არეში აქვთ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით", - განუცხადა ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ მახათაძემ "რუსთავი 2"-ს.

ცნობისთვის, დღეს ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ტურისტული მარშრუტით თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა