ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა

ქვეყანაში განხორციელებული საუნივერსიტეტო და სასკოლო რეფორმის სავარაუდო შედეგებსა და საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების სფეროში არსებულ აქტუალურ და პრობლემურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორს, თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრს, ნათია ფიფიას ესაუბრა.

- ქალბატონო ნათია, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საუნივერსიტეტო რეფორმას საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებში დიდი ხმაური, საპროტესტო გამოსვლებიც ახლდა, მაგრამ, სახელისუფლებო გუნდმა შეძლო საზოგადოების ნაწილის დარწმუნება, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა აუცილებლად, თან ისე უნდა გატარებულიყო, როგორც ეს მმართველმა გუნდმა დაგეგმა.

ამ პროცესში ალბათ, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობისა და აქტიურობის მიუხედავად, დაგეგმილ საუნივერსიტეტო რეფორმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.

ახლა როცა, ამ რეფორმის შესაბამისად ქვეყანაში ეროვნული გამოცდები ჩატარდა და მალე უნივერსიტეტები შეუდგებიან ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებას, კარგი იქნება თუ განხორციელებული რეფორმის შედეგებზე ვიმსჯელებთ.

როგორ შეაფასებდით საუნივერსიტეტო რეფორმის - ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპით განხორციელებას?

როგორ და რანაირად განხორციელდა იგი და სავარაუდოდ, რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით - სავარაუდოდ, რა შედეგები გვექნება?

- რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, განხორციელება, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო. ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა.

აბიტურიენტების 2026 წლის ცნობარში განახლებული სახით იყო ყველაფერი წარმოდგენილი, ზუსტად ისეთი კვოტებით, როგორც გამოცხადებული იყო - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით.

ამ კვოტების შემუშავებისას იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც მთავრობა დათმობაზე წავიდა - თავიდან არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული უნივერსიტეტისთვის და ფაკულტეტისთვის პროგრამის დატოვება, მაგალითად, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამები არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თსუ-მ და მისმა აკადემიურმა პერსონალმა დაასაბუთა ამ პროგრამის უნიკალურობა, მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა.

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს - წინა წლებში წელიწადში ბაკალავრიატში დაახლოებით 6500 აბიტურიენტი იღებდა დაფინანსებას, იქნებოდა ეს 100-პროცენტიანი თუ სხვა გრანტები. წელს საბოლოო დამტკიცებული კვოტებით ბაკალავრიატში 21 574 სტუდენტი მიიღებს ასპროცენტიან დაფინანსებას, ხოლო მაგისტრატურაში 3 335 მაგისტრანტი

ასევე, კვოტების საერთო რაოდენობა პრაქტიკულად არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა თანაფარდობა. ზოგიერთ პროგრამაზე თავიდან იმდენი სტუდენტის მიღება იყო გათვალისწინებული, რამდენიც ამ პროგრამას არასდროს არ ყოლია და ფაკულტეტებს ადამიანური რესურსიც არ გააჩნდა, ამდენი სტუდენტისთვის ესწავლებინათ, მაშინ, როდესაც ზოგიერთ პროგრამაზე პირიქით იყო, წლების განმავლობაში დაინტერესება მეტი იყო და კვოტა მცირე დაუშვეს.

ეს, რასაკვირველია, ცალკეულ დეტალებში გაურკვევლობის შედეგი იყო, თუმცა, ამ ყველაფრის კორექტირება მოხდა უნივერსიტეტებთან და კონკრეტულად, ფაკულტეტების ადმინისტრაციასთან კონსულტაციის შემდეგ.

რიგ შემთხვევებში, საკითხი უფრო ხისტად გადაწყდა, თავიდან კიდევ უფრო ხისტად დაგეგმილს გავდა, მაგრამ შედეგი ვნახეთ - თსუ-ის და სტუ-ს გაერთიანებაზე ატყდა ერთი აჟიოტაჟი და მთავრობამ საკმაოდ სწრაფად უკან დაიხია, მაგრამ სხვა დანარჩენ საკითხში, თუ ზემოხსენებულ წვრილმანებს არ ჩავთვლით, არაფერში უკან არ დაუხევიათ, თითქოს ჩაფიქრებული იყო - გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო.

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს - წინა წლებში წელიწადში ბაკალავრიატში დაახლოებით 6500 აბიტურიენტი იღებდა დაფინანსებას, იქნებოდა ეს 100-პროცენტიანი თუ სხვა გრანტები. წელს საბოლოო დამტკიცებული კვოტებით ბაკალავრიატში 21 574 სტუდენტი მიიღებს ასპროცენტიან დაფინანსებას, ხოლო მაგისტრატურაში 3 335 მაგისტრანტი.

აქაც იყო ნიუანსი, რამაც კრიტიკა დაიმსახურა - თუ სტუდენტი საგნების 80% პირველ სასწავლო წელს ვერ ჩააბარებს, დაფინანსებას დაკარგავსო, მხოლოდ 50% შეუნარჩუნდებაო.

მარტივია დათვლა - 4 წლის განმავლობაში 6500 სტუდენტს აფინანსებდა სახელმწიფო ყოველწლიურად, ეს არის ჯამში 26 000 სტუდენტი 4 წელი, ახლა მოუწევს 3 წელიწადში ყოველწლიურად 21 000-ზე მეტი სტუდენტის დაფინანსება, ეს არის დაახლოებით 63-64 ათასი სტუდენტი ყველა კურსზე

რასაკვირველია, ეს თავდაპირველი დაპირებისგან განსხვავდება, თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ 3 წელი უფასოდ ისწავლიდა მთლიანად, თავიდანვე ეთქვათ, ამის შესახებ ჯობდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისედაც ცხადია, უფასო როცა არის სწავლა, რასაკვირველია, არსებობს საფრთხე, სტუდენტმა მეორედ და მესამედ აირჩიოს საგანი და ბოლოს, ასე ვთქვათ, მესამე ცდაზე „ჩაახრჩოს“, ეს კიდევ დამატებითი ფინანსური რესურსია სახელმწიფოსთვის, მეორედ და მესამედ მათ პროფესორმა ხომ უნდა წაუკითხოს ეს საგანი, რომელსაც სახელმწიფომ ხელფასი უნდა გადაუხადოს.

ასეთი უდარდელობის ლიმიტირების მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მისი გვიან გამოცხადების მიზეზი არ მესმის, მაშინ ვერ იფიქრეს ეს თუ იფიქრეს და პოლიტიკური მიზეზებით არ გამოაცხადეს, ვერ გეტყვით, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მაშინათვე კრიტიკა რომ არ მოჰყოლოდა.

ერთსაც გეტყვით, ეს პრინციპი, ზოგიერთ უფასო პროგრამებზე ისედაც მოქმედებდა წინა წლებში, უფრო მკაცრადაც და ამიტომ, აქ უთქმელი რა იყო, არ მესმის.

კვოტები გაიზარდა და მთავრობა მეტ სტუდენტს დააფინანსებს, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით რესურსების ოპტიმიზაციაც მოხდა. მარტივია დათვლა - 4 წლის განმავლობაში 6500 სტუდენტს აფინანსებდა სახელმწიფო ყოველწლიურად, ეს არის ჯამში 26 000 სტუდენტი 4 წელი, ახლა მოუწევს 3 წელიწადში ყოველწლიურად 21 000-ზე მეტი სტუდენტის დაფინანსება, ეს არის დაახლოებით 63-64 ათასი სტუდენტი ყველა კურსზე.

3 წელი, ჯამში დაახლოებით 2.5 ჯერ უნდა გაიზარდოს დაფინანსების საერთო რაოდენობა - ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე საინტერესო - ამ მოვლენის პოლიტიკური მხარე უფრო საინტერესოა - დაფინანსების ეს მოდელი იმდენად მიმზიდველია, რომ რეფორმის ამ ნაწილში უკან დახევა არც ამ და არც მომავალში მოსულ ნებისმიერ ხელისუფლებას არასდროს არ შეეძლება - ამომრჩეველი უბრალოდ გაუბრაზდება იმას, ვინც უკან დაიხევს.

ჩემი აზრით, უნივერსიტეტებს მაინც მეტი დაჭირდებათ იმის გათვალისწინებით რომ აქამდე რაც იყო - 2250 ლარი და ეს თანხა ათწლეულებია, არ შეცვლილა, ინფლაციის გათვალისწინებით, ახლანდელი 2500 ლარი დიდი ზრდა მაინც არ არის

ამხელა დაფინანსების შესაძლებლობა, ჩვენს სახელმწიფოს თუ არ აქვს და ეს მოგვიანებით გამოჩნდება, პრობლემებს შეუქმნის ამ ხელისუფლებას, მაგრამ თუ აქვს, მაშინ ეს ისეთი ყველასთვის სენსიტიური საკითხია, ხელისუფლებაში მათ ყოფნას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ეს საკითხი ფინანსურად იმდენ აბიტურიენტს და მის ოჯახს შეიძლება შეეხოს, რომ ჯამში ელექტორატის გადამწყვეტი ნაწილი შეიძლება ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდეს.

მე არ ვსაუბრობ იმაზე, ეს პოლიტიკური შედეგი სავალალო იქნება თუ სასიკეთო, ამ შემთხვევაში უბრალოდ ნეიტრალურად მინდა შევაფასო მოსალოდნელი შედეგები, ყოველგვარი აჟიოტაჟის და ზედმეტი რიტორიკის გარეშე და თავისთავად ეს ნიუანსი ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო დაფინანსებას, ის ასეა განსაზღვრული - 2500 ლარი თითოეულ სტუდენტზე, ზოგიერთი პროგრამის შემთხვევაში, რომლებზეც ლაბორატორიული ექსპერტიზა და ა.შ.

არის გათვალისწინებული, მეტიც განისაზღვრა. საერთო ჯამში, ერთ სტუდენტზე უნივერსიტეტების დაფინანსება გაზრდილია, თუმცა, ჩემი აზრით, უნივერსიტეტებს მაინც მეტი დაჭირდებათ იმის გათვალისწინებით რომ აქამდე რაც იყო - 2250 ლარი და ეს თანხა ათწლეულებია, არ შეცვლილა, ინფლაციის გათვალისწინებით, ახლანდელი 2500 ლარი დიდი ზრდა მაინც არ არის.

- სამწუხაროდ, ვიცით, რომ ბევრი თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული უნივერსიტეტი ილიაუნი, ყველაზე მეტად დაზარალდა. ასე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ამ უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდათ.

ყველაზე მეტად ცალსახად ილიაუნი დაიჩაგრა.. ილიას უნივერსიტეტის პროგრამები და აკადემიური პერსონალი, რა თქმა უნდა, თსუ-ზე ნაკლები არ იყო, მაგრამ არც თსუ ჩამორჩებოდა ნამდვილად და დანარჩენი ვის რამდენი და რომელი დარჩებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა

გაუგებარი დარჩა, რატომ აღმოჩნდა დაზარალებულ უნივერსიტეტებს შორის სოხუმის დევნილი უნივერსიტეტი. ვიცით, რომ მათ გარკვეული მიმართულებები „ჩამოერთვა“.

- სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული ფაკულტეტებისა და სპეციალობების გაჩენა რა ტიპის გზავნილია სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის?

თუ სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპის გამო გამონაკლისი მისი დევნილობისა და თბილისში ფუნქციონირების გამო არ გაკეთდა, სრულიად გაუგებარი დარჩა რატომ შეეზღუდა გარკვეული მიმართულებები ახალციხის უნივერსიტეტს.

სსრკ-ს პერიოდში რომ ამ რეგიონში ყველაფერი ქართული ბევრი თვალსაზრისით იჩაგრებოდა, სწორედ ამის გამო შეიქმნა ახალციხის ქართული ინივერსიტეტი. ამ პროცესში რომ თბილისის სამეცნიერო წრეებმა სეროზული წვლილი შეიტანეს და გარკვეულად გამოაცოცხლეს რეგიონი, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ეს ისედაც ყველასთვის ცხადია.

განხორციელებული საუნივერსიტეტო რეფორმის შედეგად რომელი უნივერსიტეტები დაზარალდა ყველაზე ნეტად? რა ფორმით და რამდენად მიზანშეწონილი იყო მათთვის გარკვეული მიმართულებების "ჩამორთმევა"?

- ყველაზე მეტად ცალსახად ილიაუნი დაიჩაგრა. პროგრამების და სტუდენტების საერთოდ რაოდენობის 90% ჩამოერთვა. ეს ადრეც ვახსენე, ერთერთ წინა ინტერვიუში. როგორც კი იხსენა - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ილიას უნივერსიტეტს შეეხებოდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ არცერთ ორ უნივერსიტეტს იმდენი დუბლირებული პროგრამები არ ჰქონდათ თბილისში, როგორც თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტს.

ილიას უნივერსიტეტის პროგრამები და აკადემიური პერსონალი, რა თქმა უნდა, თსუ-ზე ნაკლები არ იყო, მაგრამ არც თსუ ჩამორჩებოდა ნამდვილად და დანარჩენი ვის რამდენი და რომელი დარჩებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა.

სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული პროფილის გადატანა, არა მგონია დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის რაიმე ტიპის გზავნილს შეიცავდეს - ეს უბრალოდ საერთო კონცეფციის ნაწილია - რომ აგრარულ ცოდნასთან დაკავშირებული პროგრამები თბილისში არ უნდა განხორციელდეს

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რაც შეეხება, რომელიც ძირითადად ახალციხეშია ბაზირებული და ზოგიერთ პროგრამას ახალქალაქშიც ახორციელებდა, ასევე საკმაოდ მწვავედ შეეხო ეს რეფორმა.

წელს სამცხე-ჯავახეთის ბაკალავრიატში მხოლოდ 200 სტუდენტს მიიღებს 7 პროგრამაზე, მაშინ როდესაც წინა წლებში ჯამში 11 პროგრამაზე 700 მდე სტუდენტს იღებდა. ამას ემატებოდა ქართულ ენაში მომზადების პროგრამა სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე მოსაუბრეთათვის ჯამში 100 მდე სტუდენტი, რაც ახლა სრულიად გაუქმებულია.

ბუნებრივია, ასეთ რეგიონში ამის გაკეთება მიზანშეწონილი არ იყო, მინიმუმ ქართულ ენაში მომზადების პროგრამებთან მიმართებით. ამ უნივერსიტეტში პროგრამების რაოდენობა დრამატულად არ შემცირებულა, თუმცა, მისაღები სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 3.5-ჯერ შემცირდა. ამ რეგიონში განხორციელებული პროგრამების ხარისხი არცთუ ცუდი იყო და შეიძლებოდა სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება - სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სხვადასხვა ფორმით და არა ასე ერთი ხელის მოსმით სტუდენტების რაოდენობის და რიგი პროგრამების მოსპობა.

ამ საკითხში მთავრობა ნამდვილად პრაქტიკულად უკომპრომისო იყო. საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა გადაიყვანეს 3 წლიან სწავლებაზე. ეს ძირითადად შეეხო ისეთ პროგრამებს, სადაც იყო major და minor პროგრამები

სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული პროფილის გადატანა, არა მგონია დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის რაიმე ტიპის გზავნილს შეიცავდეს - ეს უბრალოდ საერთო კონცეფციის ნაწილია - რომ აგრარულ ცოდნასთან დაკავშირებული პროგრამები თბილისში არ უნდა განხორციელდეს.

2026-2027 სასწავლო წლის კვოტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი პროგრამები დარჩათ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს, თელავის უნივერსიტეტს, ახალციხის უნივერსიტეტს, ბათუმის უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს, ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული პროგრამები გადავა მთლიანად სოხუმის უნივერსიტეტში.

ზოგიერთ ფაკულტეტზე და ცალკეულ პროგრამებზე არ შემოუღიათ ეს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, განსაკუთრებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ჰუმანიტარულზეც დარჩა 4 წლიანი ზოგიერთი პროგრამა. ეს გარკვეული დათმობის შედეგია, როცა კონკრეტულ დეტალები უკეთესად წარმოჩინდა

ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად არცერთი აგრარულ სპეციალობასთან დაკავშირებული პროგრამა დედაქალაქში აღარ იქნება, ამ ფუნქციას რეგიონალური უნივერსიტეტები შეასრულებენ. გამოდის, კონცეფცია ასეთია - მიწასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამები დედაქალაქში, სადაც მიწა აღარ დარჩა, არ უნდა ისწავლებოდეს.

- საუნივერსიტეტო რეფორმის განხილვისას ერთ ერთი აქტუალური თემა იყო საუნივერსიტეტო კურიკულუმის რეფორმის 3+1+1 სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობა.

ამ საკითხზე, ისევე როგორც სხვა საკითხებზე იყო სერიოზული კამათი და მსჯელობა. ამ მსჯელობის ფარგლებში გავიგეთ რომელ ქვეყნებში რა ხდება და როგორ. რამდენადაც ვიცით, ამ საკითხშიც მთავრობა, შემდეგ განათლების სამინისტრო, არანაირ ლოგიკურ დათმობებზე არ წასულა, პირიქით, როგორც ამბობენ განხორციელდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

საუნივერსიტეტო კურიკულუმის რეფორმა - 3+1+1 სისტემის განხორციელების საკითხი როგორ და რანაირად განხორციელდა?

რამდენად შეესაბამება იგი იმ პრაქტიკას, რომელიც სხვა ქვეყნებშია და ამგვარ მიდგომას რა შეიძლება მოჰყვეს?

- ამ საკითხში მთავრობა ნამდვილად პრაქტიკულად უკომპრომისო იყო. საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა გადაიყვანეს 3 წლიან სწავლებაზე. ეს ძირითადად შეეხო ისეთ პროგრამებს, სადაც იყო major და minor პროგრამები.

თუ ადრე მაგალითად ჰუმანიტარულზე სტუდენტი სწავლობდა 180 კრედიტის ფარგლებში ძირითად სპეციალობას და 60 კრედიტის ფარგლებში მეორეულ სპეციალობას ეუფლებოდა, რამაც მე ადრეც აღვნიშნე, ბევრი შესანიშნავი სპეციალისტი გაზარდა, მაგ. ისტორიკოსი და კლასიკოსი ერთად.

წელს, ერთი ასეთი მაგისტრანტის, გიორგი ბარნაბიშვილის ბრწყინვალე სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოვისმინე, რომელიც დოქტორატურაში სწავლას ავსტრიის ერთერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში აგრძელებს. ამ მაგისტრანტმა თავისი აკადემიური მონაცემებისთვის პირველად თსუ-ის ისტორიაში უნივერსიტეტის მედალიც კი მიიღო. ასეთი სპეციალისტი სწორედ თსუ-მ გაზარდა, იმიტომ რომ მას არჩევანის დიდი თავისუფლება ჰქონდა საგნების მხრივ და მან სრულად გამოიყენა.

წამყვანი პროფესორის თანამდებობა ამ ეტაპზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოიღეს, თუმცა, მხოლოდ სამ ფაკულტეტზე - ეკონომიკის (8 ადგილი), იურიდიულ (5 ადგილი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (8 ადგილი) ფაკულტეტებზე

თუმცა, ბუნებრივია, ასეთები ცოტა იყო უნივერსიტეტშიც და სტუდენტების ნახევარი მაინც უაზროდ ხარჯავდა ამ 60 კრედიტს და შემდეგში არსებითად არ გამოუყენებია არაფერში. გამოდის, მთავრობამ ამ მიმართულებით რესურსების ოპტიმიზაცია გადაწყვიტა, რადგან 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებზე გადასვლა სწორედ მაინორ პროგრამების ხარჯზე მოხდა - მათი დაუფლების საშუალება უმეტესწილად აღარ ექნებათ მასობრივად სტუდენტებს. ამავდროულად, ძირითად სპეციალობას ფაქტობრივად არაფერი დაკლებია - 180 კრედიტი იყო ისედაც აქამდე და 180 კრედიტი დარჩება ისევ.

ზოგიერთ ფაკულტეტზე და ცალკეულ პროგრამებზე არ შემოუღიათ ეს 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, განსაკუთრებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ჰუმანიტარულზეც დარჩა 4 წლიანი ზოგიერთი პროგრამა. ეს გარკვეული დათმობის შედეგია, როცა კონკრეტულ დეტალები უკეთესად წარმოჩინდა.

წამყვანი პროფესორების ადგილები არ გამოცხადებულა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე, რადგან თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტთან დაკავშირებული პროგრამები მილევად რეჟიმშია გადასული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რადგან სავარაუდოდ ამ ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ნახევრის მილევად რეჟიმში გადაყვანას აპირებენ

რაც შეეხება მაგისტრატურას, აქ უნივერსიტეტებმა ასეთი მოდელი შეიმუშავეს - სტუდენტი ჩააბარებს კონკრეტულ პროგრამაზე, პირველი წელი ისწავლის გარკვეულ საგნებს და წლის ბოლოს მიიღებს გარკვეულ კვალიფიკაციას, ხოლო ამ სტუდენტებიდან ნაწილი, ვისაც სურვილი ექნება, გააგრძელებს მეორე წელსაც სწავლას და მეორე წლის ბოლოს დამატებით სხვა კვალიფიკაციას მიიღებს.

ამის ახსნა დეტალურად საქართველოს ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე შემიძლია.

ბაკალავრიატში სტუდენტები სწავლობდნენ და ახლაც ისწავლიან იმას, თუ რა ვიცით ისტორიაში, ანუ სახელმძღვანელოების საფუძველზე გამზადებულ ნარატივებს სწავლობენ, მაგისტრატურის პირველ კურსზე ისწავლიან - საიდან ვიცით, ანუ, წყაროების საფუძველზე როგორ შევისწავლით ისტორიას, შესაბამისად, ამ წელს უფრო პრაქტიკული უნარ-ჩვევების დასწავლა იქნება შესაძლებელი, ხოლო მაგისტრატურის მეორე წელს მაგისტრანტები ისწავლიან - როგორ აღვადგენთ ანუ ვწერთ ისტორიას, შესაბამისად, მეორე კურსზე გადავიდა უფრო თეორიული საკითხები და ბოლოს მეოთხე სემესტრში სამაგისტრო ნაშრომის წერა.

ისტორიის ფილოსოფიაც მაგალითად, სწორედ მეორე წელს იქნება. ეს საგანიც, რომელიც ამ სახელწოდებითაა ჩვენს პროგრამაში - "საქართველო და გარე სამყარო - ევროპის შექმნა და ევროპის ინტეგრაციის ისტორიული ფორმები" - რეალურად ისტორიის ფილოსოფიას წარმოადგენს, რაც უფრო მეტად სწორედ იმათ ჭირდებათ, ვინც დოქტორატურაში აბარებენ.

შესაბამისად, ისტორიის პროგრამებისთვის ასე თუ ისე, გარკვეული თეორიული ჩარჩო ისედაც არსებობდა და ახლაც ეს ჩარჩო, ამ რეფორმის ფარგლებს მოერგო.

- საუნივერსიტეტო რეფორმის წარდგენისას ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს და აქტიურად საუბრობდნენ იმაზე რომ წამყვან პროფესორებს ხელფასი გაეზრდებოდათ. სახელდებოდა 10 ათასი ლარიც კი.

თუმცა, რის ხარჯზე იქნებოდა წამყვანი პროფესურის ხელფასების ზრდა სრულად გასაგები და დამაჯერებელი არ ყოფილა.

თუ გაქვთ ინფორმაცია შემოიღეს თუ არა წამყვანი პროფესორის თანამდებობი უნივერსიტეტებში. რამდენი იქნებიან ისინი და ეს პროცესი როგორ და რანაირად განხორციელდა?

ამ ცვლილებების გათვალისწინებით სავარაუდოდ, რა ელოდება აქედან გამომდინარე სამეცნიერო მიმართულებებს - იქნება ეს დადებითი შედეგის მომტანი თუ არა?

- წამყვანი პროფესორის თანამდებობა ამ ეტაპზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოიღეს, თუმცა, მხოლოდ სამ ფაკულტეტზე - ეკონომიკის (8 ადგილი), იურიდიულ (5 ადგილი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (8 ადგილი) ფაკულტეტებზე. ადგილების გადანაწილებაც მეტ-ნაკლებად ლოგიკური იყო, ეკონომიკის ფაკულტეტზე მეჩვენება ცოტა ხელოვნურად გამსხვილებული რამდენიმე მიმართულება. მაგ. საერთაშორისო ბიზნესის კათედრას და ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრას ერთი წამყვანი პროფესორი ეყოლება.

წამყვანი პროფესორების ადგილები არ გამოცხადებულა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე, რადგან თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტთან დაკავშირებული პროგრამები მილევად რეჟიმშია გადასული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რადგან სავარაუდოდ ამ ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ნახევრის მილევად რეჟიმში გადაყვანას აპირებენ

მე ეკონომისტი არ ვარ, თუმცა, მაინც ხელოვნური მგონია ამ ორი კათედრისთვის მხოლოდ ერთი წამყვანი პროფესორის ადგილის მიცემა. წამყვანი პროფესორების ადგილები არ გამოცხადებულა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე, რადგან თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტთან დაკავშირებული პროგრამები მილევად რეჟიმშია გადასული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რადგან სავარაუდოდ ამ ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ნახევრის მილევად რეჟიმში გადაყვანას აპირებენ,

ჩემი აზრით, რადგან თუ დიპლომატიურ აკადემიას პოლიტიკურ მეცნიერებზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე ექნება კვოტები და პრინციპი - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი - დარჩა, თსუ-ის ამ ფაკულტეტს მთავრობა არ შეიბრალებს და არ დაუტოვებს ამ პროგრამებს.

წამყვანი პროფესორის თანამდებობა ჯერჯერობით ასეა განსაზღვრული, რომ 2 წლიანი იქნება. ეს თანამდებობა იურიდიულად აკადემიური თანამდებობაა და არა ადმინისტრაციული, თუმცა, თუ ფუნქციებს გავითვალისწინებთ, რეალურად ის წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობას, რომელთაც მართლაც 2 წლის ვადით ირჩევდნენ განუსაზღვრელი რაოდენობით - შესაბამისად, ერთი მეცნიერი ზედიზედ შეიძლება არჩეული ყოფილიყო 20 წლის განმავლობაში

ამიტომ აქ ჯერ გაურკვეველი ვითარებაა. განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზეც არ გამოცხადებულა, რადგან აქ, როგორც ჩანს, ისევ გასარკვევი რჩება, ილიას და თსუ-ის პროგრამების მიმართების საკითხი - სამომავლოდ ვის რა დარჩება ან ეს ფაკულტეტი საერთოდ ცალკე დარჩება თუ არა, როცა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ნაწილს დიპლომატიურ აკადემიას გადასცემენ. ერთი სიტყვით, აქ ბევრი გაურკვევლობაა ჯერ და ალბათ, ამიტომაც აქ წამყვანი პროფესორების ადგილების გამოცხადებისგან თავი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უფრო შეიძლებოდა ამ ადგილების გამოცხადება - აქ არსებითად არც მილევადი პროგრამებია, არც რომელიმე სხვა უნივერსიტეტებში იგეგმება პროგრამების გადაცემა და ცოტა გაუგებარიც არის, რატომ არ გამოცხადდა წამყვანი პროფესორების ვაკანტური ადგილები.

მეორე მხრივ, ამ ფაკულტეტზე 19 სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტია და ამ ეტაპზე 19 წამყვანი პროფესორის ადგილის გამოცხადება ფინანსურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული - ალბათ ამდენი ადგილის მიცემას ფაკულტეტისთვის არც აპირებენ და ჯერ ინსტიტუტების გაერთიანებაზე ან რამდენიმე ინსტიტუტისთვის ერთი ადგილის მიცემაზე იქნება საუბარი. ჩემი აზრით, საკმაოდ სენსიტიური და მტკივნეული პროცესი იქნება - ეს ინსტიტუტები რამდენად დათანხმდებიან ამას, რთული სათქმელია.

ახლა მეორე საკითხი - წამყვანი პროფესორის თანამდებობა ჯერჯერობით ასეა განსაზღვრული, რომ 2 წლიანი იქნება. ეს თანამდებობა იურიდიულად აკადემიური თანამდებობაა და არა ადმინისტრაციული, თუმცა, თუ ფუნქციებს გავითვალისწინებთ, რეალურად ის წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობას, რომელთაც მართლაც 2 წლის ვადით ირჩევდნენ განუსაზღვრელი რაოდენობით - შესაბამისად, ერთი მეცნიერი ზედიზედ შეიძლება არჩეული ყოფილიყო 20 წლის განმავლობაში.

თუ ამას შესაბამისობაში არ მიყვა პროფესორის და სხვა აკადემიური პერსონალის ხელფასებიც, რომელიც ამ 10 000 ლარიან ხელფასთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება, ეს თანამდებობა და მისი დაკავების საკითხი შეიძლება გარკვეული სპეკულაციების და დაპირისპირების საგანიც კი გახდეს

თუმცა, ადრე ამ თანამდებობის პირს განსხვავებული ხელფასი არ ჰქონია, მეტიც, საერთოდ სახელფასო დანამატიც კი არ ჰქონდა, არადა, ინსტიტუტებში ყველაზე მეტი საქმე და ფუნქციები სწორედ მათ ჰქონდათ, რაშიც გამოდიოდა, რომ არაფერს არ იღებდნენ.

ერთი მხრივ, კარგია, რომ ამიერიდან ამაში სხვაზე მეტ ხელფასს მიიღებენ, მაგრამ, თუ ამას შესაბამისობაში არ მიყვა პროფესორის და სხვა აკადემიური პერსონალის ხელფასებიც, რომელიც ამ 10 000 ლარიან ხელფასთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება, ეს თანამდებობა და მისი დაკავების საკითხი შეიძლება გარკვეული სპეკულაციების და დაპირისპირების საგანიც კი გახდეს.

საკითხის ინსტიტუციური გადაწყვეტა რას გულისხმობს, ჯერ არ ჩანს - დაფინანსებას მისცემენ უნივერსიტეტებს და ისინი გადაანაწილებენ, რა პროექტებს დააფინანსებენ თუ რომელიმე სხვა ინსტიტუცია გადაწყვეტს პროექტების დაფინანსების საკითხს, მაგალითად, მეცნიერებათა აკადემია, ეს ჯერ არ ვიცით. ამ ორიდან ჩემი პირადი მოსაზრებით, ისევ უნივერსიტეტებმა და ინსტიტუტებმა გადაწყვიტონ, სჯობს

- საუნივერსიტეტო რეფორმაზე მსჯელობისას აქტიურად საუბრობდნენ სამეცნიერო დაფინანსების საკითხებზე.

ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი მუდმივად დასავლელ და ამერიკელ პარტიორებს სდებს ბრალს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, არადა, სწორედ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი იყო საქართველოში მცხოვრები მეცნიერების აკადემიური თავისუფლების შენარჩუნება.

საერთოდ, როცა ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმა ბევრი თვალსაზრისით ეწინააღმდეგება ე.წ. ბოლონიის პროცესს, რომელშიც საქართველო 2004-2005 წლებიდანაა ჩართული, რთულია გვქონდეს იმის იმედი რომ ქართველ მეცნიერებს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

სამეცნიერო პროექტების დაფინანსების საკითხი, რომელთანაც გარკვეულწილად დაკავშირებულია აკადემიური თავისუფლების საკითხი, ამ მხრივ რა შედეგი გვაქვს?

- სამეცნიერო პროექტების ძირითადი ნაწილის დაფინანსების საკითხი როგორ და რანაირად გადაწყდება, ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია. ყოველწლიურად რუსთაველის ფონდი აცხადებდა სხვადასხვა სამეცნიერო გრანტების კონკურსს, მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში.

წელს ეს კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა, მაშინ როდესაც შარშან ამ დროს გამოცხადებული იყო. ამასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები აშკარად იგეგმება - ეს შეიძლება იყოს უცხოელი ექსპერტების შეფასების მოხსნა, ან რუსთაველის ფონდის ჩართულობის შემცირება საერთოდ.

ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსში ადრე იყო უცხოელი ექსპერტების შეფასებები, რაც წელს გამოცხადებულ კონკურსში აღარ იქნება - ამაზეც იყო აჟიოტაჟი ატეხილი. ეს მაგალითი გვავარაუდებინებს, რომ ფუნდამენტური მეცნიერებების გრანტზეც იგივე იგეგმება.

მეორე მხრივ, პრემიერმა ინტერპელაციის დროს ახსენა ერთი საკითხი, რასაც ნაკლებად მიექცა მაშინაც და მერე ყურადღება - მეცნიერების დაფინანსებისთვის ახლა არსებობს სპეციალურად შექმნილი ფონდიო, რუსთაველის ფონდი იგულისხმა, ცხადია, და აწი ასე აღარ იქნებაო, უფრო ინსტიტუციურად გადაწყდება ეს საკითხიო.

საკითხის ინსტიტუციური გადაწყვეტა რას გულისხმობს, ჯერ არ ჩანს - დაფინანსებას მისცემენ უნივერსიტეტებს და ისინი გადაანაწილებენ, რა პროექტებს დააფინანსებენ თუ რომელიმე სხვა ინსტიტუცია გადაწყვეტს პროექტების დაფინანსების საკითხს, მაგალითად, მეცნიერებათა აკადემია, ეს ჯერ არ ვიცით. ამ ორიდან ჩემი პირადი მოსაზრებით, ისევ უნივერსიტეტებმა და ინსტიტუტებმა გადაწყვიტონ, სჯობს.

ეს მოდელი, გარკვეულწილად, შეზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, თუმცა, ძველ მოდელსაც ჰქონდა ხარვეზები, ზოგჯერ საკმაოდ ოდიოზური შინაარსის პროექტები ფინანსდებოდა და ისეთი მეცნიერები ფინანსდებოდნენ, მერე ვალდებულებებს რომ ვერ ასრულებდნენ დროულად

ეს მოდელი, გარკვეულწილად, შეზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას, თუმცა, ძველ მოდელსაც ჰქონდა ხარვეზები, ზოგჯერ საკმაოდ ოდიოზური შინაარსის პროექტები ფინანსდებოდა და ისეთი მეცნიერები ფინანსდებოდნენ, მერე ვალდებულებებს რომ ვერ ასრულებდნენ დროულად, იმიტომ რომ საპროექტო წინადადება კარგად დაწერეს და უცხოელმა ექსპერტმა ვერ შეაფასა რეალურად იყო თუ არა ეს მეცნიერი ამ პროექტის დროულად შემსრულებელი.

მეორე მხრივ, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ამ ვითარებაში, როცა ისედაც ამ რეფორმის გამო ვინ ვისზე იქნება პოლიტიკური თუ პირადი მოტივებით გადამტერებული, კაცმა არ იცის, მხოლოდ შიდა რესურსებით სამეცნიერო პროექტების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტამ შეიძლება არ მოგვიტანოს აკადემიური თავისუფლების თვალსაზრისით კარგი შედეგი.

ბუნებრივიცაა, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპმა ისეთი კრიტიკა დაიმსახურა, სამინისტრომაც იცის, რომ ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე გაფაციცებით ადევნებს თვალს ამ პროცესს და ისინი თითოეული ნაკლის აღმოჩენისას მოურიდებლად იტყვიან ყველაფერს, შესაბამისად, იძულებულიც არიან, ყურადღებით იყონ

- საუნივერსიტეტი რეფორმის დაწყებასთან ერთად რეფორმის განხორციელება შეეხო სკოლებსაც.

გვახსოვს ამ თემაზე საჯარო სივრცეში კამათი და მსჯელობები. გაუგებარი დარჩა რატომ გაუქმდა ჩვენთან 12 წლიანი სწავლება, რამაც ჩაანაცვლა, მხედველობაში მაქვს დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება, როგორ შეიძლება ყოფილიყო წარმატებული, ეგეც გაუგებარი დარჩა.

ამ თემებსაც რომ თავი დავანებოთ, გვახსოვს აქტიურად მსჯელობდნენ სასკოლო რეფორმის საკითებზე მსჯელობისას ახალ სახელმძღვანელოებზე.

სავარაუდოდ როგორ და რანაირად მიდინარეობს ამჟამად სასკოლო რეფორმის ფარგლებში სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი?

- სახელმძღვანელოების შექმნაზე ყველა საგნობრივი ჯგუფი ერთნაირი წარმატებით არ მუშაობს. ზოგ საგნობრივ ჯგუფში მეტ-ნაკლებად დიდი წინააღმდეგობების და წვალების ფასად საბოლოო ჯამში გარკვეული შეთანხმებები შედგა, ზოგ საგნობრივ ჯგუფში ეს ვერ მოხერხდა.

სამინისტრო ამ საკითხში უშუალოდ არის ჩართული და, როგორც ვიცი, საკმაოდ ინტენსიურად აკონტროლებს პროცესს, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ეტაპიანი კონტროლი ხორციელდება.

ბუნებრივიცაა, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპმა ისეთი კრიტიკა დაიმსახურა, სამინისტრომაც იცის, რომ ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე გაფაციცებით ადევნებს თვალს ამ პროცესს და ისინი თითოეული ნაკლის აღმოჩენისას მოურიდებლად იტყვიან ყველაფერს, შესაბამისად, იძულებულიც არიან, ყურადღებით იყონ.

ამ მოძრაობამ, რომელიც ზოგადად ულტრამემარცხენე იდეოლოგიით გამოირჩევა, მოახერხა საკითხის პოპულარიზაცია, სათანადო რაოდენობის და ბევრად მეტი ხელმოწერების შეგროვება და ინიციატივის სახით დაარეგისტრირა პარლამენტში. ამ მოძრაობის აქტივისტებმა წინასწარ საკმაოდ კარგად დათვალეს, რომ სკოლებში უფასო კვების შემოღება სახელმწიფოს წლიური ბიუჯეტის მხოლოდ 1% დაუჯდებოდა, შესაბამისად, ამის განხორციელება სავსებით არ ჩანდა შეუძლებელი

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, საკმაოდ დახურული პროცესია და სანამ თვითონ სახელმძღვანელოები არ გამოქვეყნდება, ამაზე წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება და ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.

- კიდევ ორ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველი ეხება თუნდაც პირველ ეტაპზე სკოლებში ბავშვების კვებას.

ყველამ, ვინც იცის რეალურად რა ხდება სკოლებში, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ხშირ შემთხვევაში ბავშვები მშივრები არიან. მშიერი ბავშვი რომ პროგრამით გათვალისწინებულ მასალას ვერ აითვისებს, ცხადია.

რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო რომ ტოვებენ მოქალაქეები ქვეყანას ვხედავთ. მასზე სტატისტიკაც მეტყველებს და იგი რომ შემაშფოთებელია, ეგეც ცხადია. მარტო შარშან რომ 22 ათასმა ბავშმა დატოვა ქვეყანა მშობლებთან ერთად, ვიცით.

როცა ვამბობთ რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თან ლამის ევროპის ქვეყნებს ვუსწრებთ, გაუგებარია, მთავრობა რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას სკოლებში თუნდაც 1-7 კლასის ჩათვლით ბავშვების კვებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად? თქვენი აზრით, რატომ?

- ამასთან დაკავშირებით საუბარი ადრეც იყო. ბოლო წლებში ეს საკითხი წამოსწია ერთერთმა მოძრაობამ, რომელიც თავს მაინცდამაინც პოლიტიკურ მოძრაობად არ მიიჩნევს, თუმცა, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფს, რასაკვირველია, ისინი, წარმოადგენენ.

ამ მოძრაობამ, რომელიც ზოგადად ულტრამემარცხენე იდეოლოგიით გამოირჩევა, მოახერხა საკითხის პოპულარიზაცია, სათანადო რაოდენობის და ბევრად მეტი ხელმოწერების შეგროვება და ინიციატივის სახით დაარეგისტრირა პარლამენტში. ამ მოძრაობის აქტივისტებმა წინასწარ საკმაოდ კარგად დათვალეს, რომ სკოლებში უფასო კვების შემოღება სახელმწიფოს წლიური ბიუჯეტის მხოლოდ 1% დაუჯდებოდა, შესაბამისად, ამის განხორციელება სავსებით არ ჩანდა შეუძლებელი.

რუსულენოვანი პროგრამები ამ დარგში დარჩება თუ აღარ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მათი არსებობის მიზეზი უკვე განვმარტე და გაუქმების მიზეზი, რასაკვირველია, პოლიტიკურად იქნება მოტივირებული

ეს საკითხი პარლამენტის სექტემბრის სესიებიდან, სავარაუდოდ, წამოიწევა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ის მთავრობის ინიციატივას არ წარმოადგენს და საინიციატივო ჯგუფის, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წარდგენილია, რთული სათქმელია, რა პოზიცია ექნება ან ხელისუფლებას, ან ოპოზიციას. შემოდგომაზე გავიგებთ.

- უკვე ცნობილია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში 1-დან მე-7 კლასის ჩათვლით ბავშვებს სასკოლო ფორმები ეცმებათ.

არ შევდივარ იმ მსჯელობაში, ეს კარგია თუ არა და ასე შემდეგ. როცა ამდენი დაუსაქმებელი ადამიანია ქვეყანაში და ამდენი უმუშევარია, ასე ძნელი იყო ფორმები ჩვენი ბავშვებისთვის საქართველოში არ შეკერილიყო? მაინცადამაინც ჩინეთში უნდა შეგვეკერა?

ამ თემაზე საერთოდ არ მინდოდა მსჯელობა, მაგრამ, მაინც ვიკითხავ - თქვენი აზრით, სასწავლო პროგრამების ათვისების საკითხში, სავარაუდოდ, რა როლს ითამაშებს ყველა ბავშვის ერთიან ფორმებში გამოწყობა?

- როდესაც სასწავლო ფორმების შემოღებაზე საუბრობენ, აქ მომხრეთა არგუმენტი ყოველთვის ასეთია - ნაკლები ბულინგი იქნება სკოლებში, რაც აკადემიურ მოსწრებაზე ორიენტაციას გამოიწვევს და არა ჩაცმა-დახურვაზე - ვის აცვია ზარა, ვის ლუი ვიტონი და ვის კიდევ ლილოში ნაყიდი ტანსაცმელი.

მეორე მხრივ, უფრო მემარჯვენედ რომ შევხედოთ ამ საკითხს, ასეთი დიფერენცირება ადრეული ასაკიდანვე ხელს უწყობს კონკურენციის შეგრძნებას და შეჯიბრებითობას და ამ მხრივ, შეიძლება ჯობდეს, მაღალ კლასებში დიფერენცირება თუნდაც ჩაცმის კუთხით.

ამ მიმართულებით, იმედია, არაფერი შეიცვლება, რადგან როგორი, ერთი შეხედვით, უპერსპექტივო და იდეალისტის ფუჭ იმედებს არ უნდა ჰგავდეს ეს მავანისთვის, იგი მაინც საჭიროა

აღარაფერს ვამბობ ხარისხზე - ზოგს რომ ნატურალური ქსოვილი ურჩევნია პოლიესტერს. ამიტომ ნახეთ, ესეც პოლიტიკური გემოვნების საკითხია - მემარცხენე მთავრობა ფორმებში გამოწყობას დაუჭერს მხარს, მემარჯვენე - ნაკლებად.

- წელს პირველად მრავალი წლის შემდეგ თსუ-ში კავკასიოლოგიის და რუსული ფილოლოგიის სპეციალობებზე იყო მიღება. ასევე რუსულ სექტორზე კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე.

კავკასიოლოგია და რუსული ფილოლოგია კიდევ გასაგებია, მაგრამ რა საჭიროება იყო იმის რომ კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე რუსულ სექტორზე ყოფილიყო მიღება?

- ობიექტურად რომ ვთქვათ, კომპიუტერული მეცნიერებები ერთერთი ყველაზე მეტად განვითარებული რუსეთშია. ისიც ცნობილია, რომ ამ სპეციალობის ის მიმართულება, რასაც ჰაკერობა ქვია, ანუ ნგრევა და გაფუჭება, რუსებზე უკეთ არავინ იცის, როგორც ბევრ სხვა საკითხში.

ამას ემატება ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებშიც, მაგალითად, ესტონეთში, ეს დარგი ასევე მსოფლიო დონეზეა განვითარებული. ეს თავისთავად, ობიექტურად განაპირობებდა კომპიუტერულ მეცნიერებებში რუსული ენის დომინანტობას, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ამიტომაც არის, რომ საქართველოში დღეს კომპიუტერული მეცნიერებების ბევრ სპეციალისტს ამ ენაზე კომუნიკაცია, რადგან ხშირად კვალიფიკაციას რუსულენოვან სპეციალისტებთან იმაღლებს, უწევს და შემდეგ უმარტივდება.

საქართველოში, ახალგაზრდა თაობაში ქართველებში რუსული ენის ცოდნა დაბალია, მაგრამ ეს შედარებით ნაკლებად ეხება კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტებს - ბევრმა მათ შორის რუსული იცის და ამ ენაზე ურთიერთობს პროფესიულ დონეზე.

მეორე მხრივ, ამ დარგის წამყვან ენად მაინც ინგლისური რჩება და ინგლისური ყველამ იცის, რასაკირველია, მაგრამ ზემოხსენებული ნიუანსის გამო, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ რჩებოდა რუსულენოვანი პროგრამებიც - შეიძლება სპეციალისტების ნაწილი რუსულენოვანი იყო, შეიძლება ამ ენის ცოდნას ბევრი სხვა დარგისგან განსხვავებით, მნიშვნელობა აქვს და ა.შ.

რუსულენოვანი პროგრამები ამ დარგში დარჩება თუ აღარ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მათი არსებობის მიზეზი უკვე განვმარტე და გაუქმების მიზეზი, რასაკვირველია, პოლიტიკურად იქნება მოტივირებული.

კავკასიოლოგიის და რუსული ფილოლოგიის პროგრამებსაც შევეხები, რადგანაც ახსენეთ და რაკი, მეც ვასწავლი ამ პროგრამებზე. ამ პროგრამებზე სტუდენტების უმეტესობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან, მოდის.

გვინდა-არ გვინდა ამ ტერიტორიებზე მაინც რუსული ენაა გაბატონებული და ამ სტუდენტების თუნდაც, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ უნივერსიტეტებში წასვლას, ისევ თსუ-ში მათი წამოსვლა სჯობს.

რასაკვირველია, უფრო ადვილად წამოვლენ, თუ მათთვის ნაკლები ბარიერი იქნება, თუნდაც, ენობრივი ბარიერი, საწყის ეტაპზე. ჩემი აზრით, მათი თსუ-ში მოსვლა მათ სახელმწიფოებრივად სწორ პოზიციაზე ყოფნას უფრო შეუწყობს ხელს და შეიძლება რეინტეგრაციის პროცესში თავისი მცირედი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსულ სტუდენტებს ისედაც ჰქონდათ სხვადასხვა შეღავათები ყველა ხელისუფლების დროს, რისი მიზანიც სწორედ ეს იყო - რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, მეტიც, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს მთავრობა სწავლას მთლიანად უფინანსებდა, რაც ასევე იგივე პროცესის ნაწილი იყო.

ამ მიმართულებით, იმედია, არაფერი შეიცვლება, რადგან როგორი, ერთი შეხედვით, უპერსპექტივო და იდეალისტის ფუჭ იმედებს არ უნდა ჰგავდეს ეს მავანისთვის, იგი მაინც საჭიროა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე