რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეზე ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით მასშტაბური, კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 20 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა და თავდასხმის შედეგად ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები.