ვოლოდიმირ ზელენსკი - 27 წელი რუსეთის მეთაური სიდიადის შესახებ საუბრობდა, ახლა კი რუსეთი ბენზინის რიგში დგას - არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება

რუსეთს მშვიდობა არ სურს - მას მობილიზაცია სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„პუტინი იმედოვნებს, რომ ჩვენ დავიღალეთ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი ამისთვის დრო აღარ ექნება. შენ გსურდა, რომ უკრაინა რუკიდან წაგეშალა, ახლა კი მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ ხარ. 27 წლის განმავლობაში რუსეთის მეთაური სიდიადის შესახებ საუბრობდა, ახლა რუსეთი კი ბენზინის რიგში დგას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა და მსოფლიომ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ.

„მოხარული ვარ, რომ აშშ-მა ყველა ილუზია დაკარგა იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს ამ ომის დასრულება. მჯერა, რომ ამერიკა ყველა წინააღმდეგობასა და ფობიას დაძლევს რუსეთთან დაკავშირებით. რუსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა უნდა მოხდეს. უკრაინას ყველაფერი უნდა მიეცეს, რაც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს. არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ. მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს