დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის - ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ - მამაცი და ნიჭიერი ხალხით, თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დონალდ ტრამპის მილოცვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. 24 აგვისტოს 35-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დამყარებულ მტკიცე მეგობრობას აღვნიშნავთ, კავშირს, რომელიც უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო გაღრმავდა. მამაცი და ნიჭიერი ხალხით, თქვენ დიდებული ქვეყანა ააშენეთ“, - ნათქვამია ტრამპის წერილში.

ტრამპის თქმით, აღფრთოვანებულია უკრაინის მტკიცე სულით, პატივს სცემს გაღებულ მსხვერპლს და დარწმუნებულია უკრაინის, როგორც სუვერენული და აყვავებული ქვეყნის მომავალში.

„მოდით, ეს მომენტი კონფლიქტის დასასრულებლად გამოვიყენოთ და შევქმნათ მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც უკრაინის უზარმაზარ პოტენციალს მომავალი თაობებისთვის გზას გაუხსნის“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი აღნიშნა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს