უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„Patriot-ის ცოტაოდენი რაკეტა მივიღეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ რამდენი, მაგრამ მცირე რაოდენობით და ჩვენ მეტი გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინამ სხვა სახის დახმარების პაკეტებიც მიიღო.
„მივიღეთ, ვერ ვიტყვი რომელი ქვეყნიდან, Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემისა და რაკეტების გადმოცემის დადასტურება. ასევე, AIM-ის ტიპის რაკეტები მივიღეთ. ჩვენთვის ეს რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.