1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება, თუმცა აღნიშნულ სასესიო კვირაში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება

1-ელ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება, თუმცა პლენარული სხდომა მხოლოდ ხვალ გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, განსახილველად ბევრი კანონპროექტი არ არის წარმოდგენილი, ამიტომ ვარაუდობს, რომ აღნიშნულ სასესიო კვირაში, მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება.

პაპუაშვილის თქმით, ხვალინდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებიც იქნება.

პან კოლეგებს წარმატებული საშემოდგომო სესია უსურვა.

„რაც შეეხება, ზოგადად, განრიგს - ჩვენ ხვალ გავხსნით საშემოდგომო სესიას. გვექნება პოლიტიკური განცხადებები. რაც შეეხება კანონპროექტებს, ვნახოთ ხვალისთვის რა იქნება, ბიურო გვექნება 11:45 საათზე. ვნახოთ ხვალისთვის რა იქნება, თუმცა ბევრი კანონპროექტი არ ჩანს, ასე რომ მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ ხვალ ერთი დღე დაგვჭირდება მიმდინარე სესიაზე. მხოლოდ ხვალ გვექნება პლენარული სხდომა, ვინაიდან კანონპროექტები ახლა განსახილველი არ იყო. გეგმაში იყო მთავრობის სტრუქტურის ცვლილება, თუმცა ის გახმობილია. ვნახოთ ხვალ თუ რაიმე იქნება კომიტეტებისგან საკითხები წარმოდგენილი პლენარულ სხდომებზე განსახილველი, განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ ჩვენ ერთი დღე გვექნება მხოლოდ პლენარული სხდომა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება