თაზო დათუნაშვილი - „ქართული ოცნება“ გადასულია ბანდის სისტემით მმართველობაზე - ბანდას როგორც სჭირდება, კრიმინალურ სინდიკატს როგორც სჭირდება, ისე იჭრება და იკერება სახელმწიფო თანამდებობები

„ქართული ოცნება“ არის კლასიკური გაგებით გადასული ჩვეულებრივ ბანდის სისტემით მმართველობაზე. ბანდას როგორც სჭირდება, კრიმინალურ სინდიკატს როგორც სჭირდება, ისე იჭრება და იკერება სახელმწიფო თანამდებობები, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

მისი თქმით, ეს არაფერი არ არის გარდა კონკრეტულ ადამიანებზე სახელმწიფო სისტემისა და საჯარო მმართველობის მორგებისა.

„ეს, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ რასაც „ძლიერ საქართველოში“ ვამბობთ, ყოველთვის არის სიმართლე და ყოველთვის არის ახდენის რეჟიმში „ქართული ოცნების“ პირობებში. ის, რასაც უკვე თვეები ვამბობთ, რომ ეს რაღაც სასაცილო სამარცხვინო იწილო-ბიწილო და თანამდებობების მოგონება „ქვის კარიერის გენერლებისთვის“, არაფერი არ არის გარდა ამ ადამიანებზე სახელმწიფო სისტემის და საჯარო მმართველობითი სისტემის მორგების, ამ კრიმინალების ბანდაზე, მათ სურვილებზე, ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებზე - ამას ვადევნებთ თვალყურს. ჯერ კურატორის იდიოტური თანამდებობა შეიქმნა, არაფრის მომცემი და გააქრეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არ უნდა არსებობდეს და ზუსტად იმავენაირად რეგიონული სახელმწიფო სამინისტრო თურმე საჭირო არ ყოფილა, თურმე ესეც მარტო მდინარაძეზე იყო მორგებული. „ქართული ოცნება“ არის კლასიკური გაგებით გადასული ჩვეულებრივ ბანდის სისტემით მმართველობაზე. ბანდას როგორც სჭირდება, კრიმინალურ სინდიკატს როგორც სჭირდება, ისე იჭრება და იკერება სახელმწიფო თანამდებობები. საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არსად არ არის გათვალისწინებული“.- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

ამასთან, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში