შალვა პაპუაშვილი - კოორდინირებული კამპანიაა, რათა საქართველომ საკუთარი ტერიტორიები რუსეთს ჩააბაროს და უარი თქვას ქვეყნის გამთლიანებაზე, გვაპარებენ წვეთ-წვეთად და ნელა-ნელა - ჩვენი მკაფიო პასუხია: არანაირი კომპრომისი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება

ეს არის კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს, უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის გამთლიანებაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ” გვერდზე განთავსებულ პოსტს, სადაც ის ამბობს, რომ „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“.

მისივე თქმით, ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ჯერ გია ბარამიძემ დაიწყო აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადებით, სადაც ომის დანაშაულებზე საუბრობდა, შემდეგ ნიკა გვარამიამ, სადაც სომხეთისა ყარაბაღზე საუბრობდა და საქართველოსა და აფხაზეთთან პარალელს ავლებდა.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებსა და საქართველოს 90-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას ომის დანაშაულები დააბრალე. შემდეგ გვარამიამ, რომელმაც ისტორიული ტრავმა უწოდა, რომლისაგანაც საჭიროა გათავისუფლება, პარალელები სომხეთთან გაავლო და თქვა, რომ მისი შეფასებით, სომხეთს ყარაბაღის ტრავმისგან გათავისუფლების შემდეგ პერსპექტივები გაეხსნა. ამბობს, რომ ასე უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენც ამით პირდაპირ გამოჩნდა თუ რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს გაგრძელებაა იმ ხაზისა, რომელიც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ყოველთვის ჰქონდა მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. გაგრძელებაა, რომ სააკაშვილი ამბობს, აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, ის რომ შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს. ბოკერიას განცხადება, რომ შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი. გვარამიას განცხადება, რომ ეს არის ტრავმა და ბლოკავს ჩვენ განვითარებას და უნდა მოვიცილოთ, რომ წინ გავიხედოთ, მისი გადმოსახედიდან.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს, უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის გამთლიანებაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად და ნელა-ნელა. ამას დაამატებენ იმასაც, რაზეც გვარამია საუბრობდა სომხეთთან პარალელებით, რომ ამის სანაცვლოდ პერსპექტივები გაეხსნებათ. იმავეს ეუბნებიან უკრაინასაც, რომ საკუთარი ტერიტორიებთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდეს, რათა მეტი პერსპექტივა გაეხსნას. იმავეს ეუბნებიან მოლდოვას, ახლა როგორც ჩანს მოგვადგნენ ჩვენ და ამას აქედანვე უნდა გაეცეს ძალიან მკაფიო პასუხი, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის გამთლიანება. სხვა არ არსებობს არცერთი მიზანი, რომელიც მათზე მაღლა დგას ჩვენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას არ ვანაცვალებთ არაფერს” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილში, სააკაშვილი შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“.

„ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება.

აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებაზე და სავარაუდო დაშლაზე. საკითხი, რომელიც დამოკიდებულია უკრაინის წარმატებებზე და დასავლეთის სიძლიერეზე და რა თქმა უნდა თვითონ საქართველოს ფორმაში ყოფნაზე.

ასე რომ მოეშვით მჩხიბაობას და დაინახეთ ფართო სურათი და აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი სამძიმარი გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახის მიმართ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია