ალექსანდრე თამაზაშვილი - მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა - უამრავი ბინძური ჭორით მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“

მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა - უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“ - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა“.

„ბევრს აინტერესებს და მეკითხებიან მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“. ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს.

17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა, შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში, ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით. ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა, რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა: „მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული“. და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა. მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო. ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა.

ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა. ესეც ხდება. თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ - სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა. წერილის გამოგზავნიდან - ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული, უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა, თუმცა ვერ შევძელით“,- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს