ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს და „აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემაზე“ საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს და აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემაზე საუბრობს.

როგორც ლევან ხაბეიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების წევრები არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ „საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს!“.

„აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემა: ივანიშვილს დაურეკეს კრემლიდან, ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს და მის ძმას სთხოვა ამ საწვავის მოძიება და, სავარაუდოდ, ჩხარტიშვილმა ჩართო სქემაში „ქონექთი“.

ამის შემდეგ სქემაში ჩართეს გეკა გელაძე და ეს ტვირთი გააცილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსებისთვის.

ისინი არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს!“, - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს