უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე უნდა დაიცვან.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს უკრაინა რუსეთში საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.

ასევე, The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა