„ძლიერი საქართველო -ლელოს“ ლიდერებმა ევროპის ემიგრანტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პირველი მოადგილე, გიორგი სიორიძე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდნენ და მათთვის საარჩევნო ხმის უფლების დაბრუნების საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი და დაგეგმილი კამპანიის დეტალები გააცნეს. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო-ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ონლაინ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„კოალიციის ლიდერებმა ემიგრანტებთან სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელთა გამოყენებითაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცვას ცდილობენ. „ძლიერი საქართველო - ლელოს“ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, მათი საარჩევნო უფლების დასაცავად. ემიგრანტებმა გამოთქვეს მზადყოფნა პროცესში მათი ჩართულობის შესახებ, რაც გამოიხატება მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ინდივიდუალური სარჩელების შეტანით, რომელიც გაერთიანდება „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელთან. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტების შემადგენლობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ყოველკვირეულ შეხვედრებს გამართავენ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ შესაბამის სამსახურებთან ერთად სამოქმედო გეგმას შეაჯერებენ. ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა