ირანის არმიის შტაბის უფროსი - აშშ-ს რომ შეეძლოს ირანში ისე იმოქმედოს, როგორც ვენესუელაში, აქამდე ამას რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდა

ირანის არმიის შტაბის უფროსმა და კოორდინაციის მოადგილემ, ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები, იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

„მათ რომ ნამდვილად შეეძლოთ და აპირებდნენ ისე იმოქმედონ, როგორც ვენესუელაში, ისინი ამას აქამდე რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდნენ“, - აღნიშნა ჰაბიბოლა საიარიმ.

მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ირანზე ზეწოლის გაზრდის შესახებ ვაშინგტონის სისუსტის დასტურად შეაფასა.

საიარიმ ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეკავების ძალას და აგვარებენ ბოლო კონფლიქტების დროს გამოვლენილ სისუსტეებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა