„ძლიერი საქართველო - ლელო“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის ცვლილების თაობაზე გაცემული ნებართვის გასაჯაროებას ითხოვს

„ძლიერი საქართველო - ლელო“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის ცვლილებას აპროტესტებს , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის ძველ უბანში, 1890 წელს აგებულ შენობის ფასადს ცვლიან.

როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოში“ განმარტავენ, მას შემდეგ, რაც დაწყებულმა სამუშაოებმა ბათუმელების პროტესტი გამოიწვია, ფასადი შეფუთეს.

„აღნიშნული შენობა არაერთ ინვესტორზე გასხვისდა, საბოლოოდ, შენობის შიდა ნაწილი მთლიანად დაინგრა. რაც უნიკალურ ძეგლს ავთენტურობას უნარჩუნებდა, გამსახურდიას და კოსტავას გადაკვეთაზე შემორჩენილი ფასადი იყო. ოპოზიციური პარტიის წევრები „ქართული ოცნების“ პირობებში, ბათუმის მიზანმიმართულ დამახინჯებაზე საუბრობენ. პარტია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ბათუმის მერიას მიმართავს, გაასაჯაროონ, თუ რა სახის სამუშოებზე იყო გაცემული ნებართვა და პასუხისმგებლობა აიღონ“, - აღნიშნავენ „ძლიერი საქართველო - ლელოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა