ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებებს „ძალიან არსებითს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთთან სამმხრივი შეხვედრების“ ჩასატარებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები „ძალიან არსებითი“ იყო.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელებმა და მისმა გუნდმა განიხილეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებისა და ზამთრის მხარდაჭერის პაკეტის საკითხი.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა ისაუბრეს კიევის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიების, ასევე, კეთილდღეობის გეგმაზე.

ზელენსკის თქმით, ამერიკელებმა და ევროპელებმა აღნიშნეს, რომ უკრაინა გაძლიერდა.

უკრაინის ლიდერმა ასევე დასძინა: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთთან სამმხრივი შეხვედრების ჩასატარებლად... უნდა ვნახოთ, რას იტყვის რუსეთი“.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო მომლაპარაკებლები კიევში დაბრუნდებიან.

როგორც ცნობილია, კიევში ამერიკულ მხარეს ხელმძღვანელობდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა