ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს.
„ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზვიად ლაგვილავა, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. შალვა თათუხაშვილი-კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ალექსანდრე დანელია, სერგო უბილავა, ივანე ივანიძე კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები რუსების დავალებით მოკლა ბიძინა ივანიშვილმა. ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ლექო ლაშქარავა მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ნიკო კვარაცხელია მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ლაზარე ჯორბენაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგიბერიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. სუს-ის ანტიკორუფციულის უფროსი სიმონ წაქაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ნუგზარ ფუტკარაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში.
მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას და ადამიანებს, რომლებიც ამ შენობაში სხედან, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი-ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, როგორ დაგეგმა 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ჰკითხეთ ბიძინა ივანიშვილს რუსების დავალებით როგორ მოკლა კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, როგორ გასცა ბრძანება თემირლან მაჩალიკაშვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობებზე. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ მკვლელობებს აწყობს, არის ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, რა დავალებებს აძლევს სუს-ის თანამშრომლებს ისეთს, რომ სუს-ის ათეულობით თანამშრომელი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ან თავი მოაკვლევინეს ამ მოკლეს. ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს პროკურატურამ უნდა იცოდეს, თუ ის არ დაკითხავს ბიძინა ივანიშვილს, აღნიშნულ მკვლელობებთან დაკავშირებით, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, თითოეულ თანამშრომელს აუცილებლად დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს!“-განაცხადა წითლიძემ.