რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას, რეგიონული განვითარების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ზაზა კვიციანი შეასრულებს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას, რეგიონული განვითარების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ზაზა კვიციანი შეასრულებს. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 31 აგვისტოთი თარიღდება.

„საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაეკისროს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს ზაზა კვიციანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობის შესრულება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კვლავ გაერთიანების შესახებ პაკეტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს. აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში