თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს.

როგორც თორნიკე რაზმაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება.

„არ დაიჯერებთ, რის გამო აღძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რათა ან დამაპატიმრონ ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება იმას, რომ რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სალავიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო.

საქმე ეხება ჩემს მიერ რამდენიმე კვირის წინ განთავსებულ ვიდეოს: მარგარიტა სიმონიანი დგას სხვა რუსი პროპაგანდისტების გარემოცვაში და დაგვცინის ქართველებს, პირველ რიგში, ერეკლე მეორეს და ასეთ რაიმეს ამბობს: როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო და „გეორგიევსკის ტრაქტატით“ რუსებს მუხლებზე დამდგარი გვეხვეწებოდა მფარველობის ქვეშ მიღებას, სხვა ქართველებიც, ახალი „ირაკლებიც“ ასე მოვლენ და მუხლებზე დამდგარი მოფორთხდებიან და შეგვეხვეწებიან მფარველობის ქვეშ მივიღოთო. ამაზე იყო ჩემი პასუხი: „ერთი თქვენი დედაც „ნაკალენიახ“-მეთქი.

ახლანდელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეურაცხყოფაც არის ეს. ახლა აღარ არის ერეკლე პაპა დასაცავი?! ეს არ იყო მისი შეურაცხყოფა?! ამაზე მეტი შეურაცხყოფა სად მოგისმენიათ, როდესაც რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ მუხლებზე მფორთხავ მეფეს და ღლიცინებენ. თურმე, როგორ დავწერე კომენტარი ეს უნდა გაირჩეს სასამართლოზე, დამიჭერენ თუ დამაჯარიმებენ. ეს არაა პრობლემა, პრობლემაა გზავნილი, რასაც „ქართული ოცნება“ გვიგზავნით, თურმე რუსი პროპაგანდისტებისთვის შეურაცხმყოფელი რაღაცების თქმა არ შეიძლება“,- აღნიშნა რაზმაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა