თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით დღეიდან სასწავლო პროცესი ჩერდება, მშობლების აქცია მიმდინარეობს

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდება.

როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.

„დირექტორის პოზიცია დადებითია, სურს, ბავშვები ერთი კვირა იყვნენ ონლაინსწავლებაზე. ამასობაში კი გამონახონ ფართი, სადაც მთელი სკოლა, კლასების დაშლის გარეშე, გააგრძელებს სწავლას. ორი წლის წინ სკოლამ აკრედიტაცია გაიარა. აი, ესაა საინტერესო, ამ ორ წელიწადში როგორ გახდა შენობა მეოთხე ხარისხით ავარიული,” - განაცხადა ეკატერინე ნარსიამ.

მასწავლებელი ნიკა ხაჩიძე ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლამ ინფორმაცია გუშინ მიიღო. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ აღნიშნული დასკვნის ფონზე, ბავშვები სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სკოლის შენობაში, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად.

„ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით დასკვნას და სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას. გუშინ საღამოს, 8 საათზე, გავიგეთ და ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. შემაშფოთებელია, რომ შენობა ავარიულია, საფრთხეს უქმნის მოსწავლეებს და სამი დღის განმავლობაში ჩვენთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ამ შენობაში. ამაზე ვარ ყველაზე აღშფოთებული. დეტალებს ჩვენც ველოდებით,” - განაცხად ხაჩიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით მშობლებმა უკმაყოფილება საჯაროდ, სოციალურ ქსელებში გუშინ გამოთქვეს და აქცია დააანონსეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!