“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

ექვსი გუნდი და რაგბის გზაჯვარედინი - 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი და ავჭალის სარაგბო სტადიონი პირველად უმასპინძლებს ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპს.

სამხრეთაფრიკული „ტოიოტა ჩიტასი“, „აირლინკ პუმასი“ და „სუზუკი გრიქასი“, პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი“ და ქართული ფრენჩაიზი - „შავი ლომი“ თავს საქართველოში, თბილისის თასის ფარგლებში მოიყრიან.

ტურნირი 24 სექტემბერს, 6 გუნდის მონაწილეობით დაიწყება. ავჭალის სტადიონი თითო სათამაშო დღეს სამ შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც ევროპული გუნდები სამხრეთაფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდებიან.

„შავი ლომი“ პირველ თამაშს „სუზუკი გრიქასთან“ გამართავს (24 სექტემბერი 20:00); მეორე მატჩი „აირლინკ პუმასთან“ ექნება (29 სექტემბერი, 17:00); მესამე შეხვედრა კი, „ტოიოტა ჩიტასთან“ (4 ოქტომბერი 20:00).

ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურ მატჩებზე, ისე - დღიურ აბონემენტების სახით. შეგახსენებთ, რომ 6 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.

სხვადასხვა სარაგბო კულტურების თბილისურ გზაჯვარედინზე შერკინება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და საქართველოს, როგორც მდიდარი სარაგბო ტრადიციის მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

თიბისი ქართული რაგბის განვითარებას და მის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას წლებია მხარს უჭერს. მსგავსი ტურნირები კი, ქართველ მორაგბეებს ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების ახალ შანსებს აძლევს.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა